,,ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ“  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  სენაკის ბაზას   მ/წლის ივლისის თვეში საჩუქრად      ჯარას 4 სკა და შესაბამისი აღჭურვილობა  (ეჩო, ცული, წალდი, გიდელი, ჭაპანი, ბურღი, დანა, კომბალი, ხიმონი, ხერხი, ჯარას სკა, ურო, ცოცხლი და ჩახვი)  გადასცა.

ჯარა, ტრადიციული ველური მეფუტკრეობაა, რომელიც უნიკალურ და სუფთა თაფლს აწარმოებს, იშვიათია და საქართველოს სუბტროპიკულ და ალპური ზონის რამდენიმე სოფელში, ძირითადად მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. ,,ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“ ჯარას მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად 2018 წელს დაფუძნდა. მ/წლის მაისის თვეში  ქედის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა მეფუტკრე-მასწავლებლებისთვის ტრენინგები, სადაც  ისინი ჯარას მეფუტკრეობის წარმოებასა და სტანდარტებს, ბიო სერტიფიცირების პროცესსა და მოთხოვნებს გაეცნენ, ადგილზე ეწვივნენ ჯარას საფუტკრეს,  დაესწრნენ საწარმოო დონეზე თაფლის დახარისხებასა და შეფუთვის პროცესს.   ჯარას მეფუტკრეობის აღდგენასა და გაძლერებას ,,ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციაციასთან“ ერთად მხარს უჭერენ  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის თანამშრომლობის სააგენტოს ( ADA) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის ,,კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP).

,,მეფუტკრეობის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ზსსუ-ს სენაკის ბაზაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს 2022 სასწავლო წლიდან ,,ჯარას თაფლის წარმოების“  არჩევითი მოდულის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნული მოდულის  ინიცირებას   მხარს უჭერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგრო დუო“.