შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 14 მაისიდან აცხადებს საფაკულტეტო კონკურსს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორისა და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

1. ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული ( ფილოსოფიის დოქტორი).

2. ,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პროფესორი - 3 საშტატო ერთეული.

ბ)ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული.

გ)ასისტენტ- პროფესორი - 3 საშტატო ერთეული.

დ) ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული.

3. ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული.

გ) ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული.

4. ,,საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა :

ა) პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

ბ) ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

5. ,,სიძველეთმცოდნეობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა :

ა) ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

ბ) ასისტენტი-1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება/პრეზენტაცია.

პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობვრივი ძალადობა/ ბავშვთა მიმართ ძალადობა).

ასისტენტის თანამდებობაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4. სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).

5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

7. ორი ფოტოსურათი.

8.ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/ სქესობვრივი ძალადობა/ ბავშვთა მიმართ ძალადობა).

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 30 აგვისტოს (საბუთების განხილვა), 31 აგვისტოს (გასაუბრება/პრეზენტაცია).