2021 წლის 30-31 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  სამართლის კლინიკის დაფუძნების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვდრაში მონაწილეობდნენ ვიზიტის ფარგლებში მოწვეული  პროფესორი ბრიჯიტ არიმონდი- კლინიკური პროფესორი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტი (ჩიკაგო, აშშ),  ნინო ბალანჩივაძე- იურიდიული განათლების დირექტორი - Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG) Activity  East-West Management Institute, Inc. (EWMI) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე- ირაკლი აბშილავა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი - სორდია სანდრო. , იურიდიული სამსახურის ბიუროს ზუგდიდის ოფისის ადვოკატები: რომან კეიდია, ზვიად ქობალავა.

საჭიროებების დადგენის მიზნით ბრიჯიტ არიმონდმა შეხვედრები გამართა სამართლის პროგრამის პრაქტიკის განმახორციელებლებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტის რექტორთან, ადმინისტრაციასთან.

სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის კლინიკას უხელმძღვანელებს ასოცირებული პროფესორი გიორგი მირიანაშვილი.

   სამართლის კლინიკა ამოქმედდება 2021 წლის შემოდგომის სემესტრში.

        i (1) (1).jpeg  i (3)_0.jpeg

        i (4)_1.jpeg  i (1)_1.jpeg

        i (1)_2.jpeg  i_0.jpeg