აშშ - ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ახორციელებს მედიაგანათლების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერებას და მედიის სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. ამ მხრივ, მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის და კომუნიკაციების მიმართულების პროფესორები და პედაგოგები მონაწილეობას იღებდნენ ორკვირიან სასწავლო ტურში, რომელიც გაიმართა 1-13 აგვისტოს ჩიკაგოში, აშშ-ში.მედიაგანათლების პროგრამაში მონაწილეობდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში“ პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი ნანა ქობალია. ამავე პროგრამით, საქართველოში ჩამოვლენ ამერიკელი მედია ექსპერტები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს და ჩაატარებენ საჯარო ლექციებს და კონსულტაციებს.