2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და ბილფილდის უნივერსიტეტის სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას სასწავლო კურსში სახელწოდებით „ კოგნიტური ქცევითი თერაპია“.

აღნიშნული სასწავლო კურსი გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდა. მონაწილეობა მიიღეს ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმაც და ჩაერთო მესამე ქვეყანაც, რამაც ხელი შეუწყო ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

სასწავლო კურსის ფარგლებში ყოველკვირეულად ტარდებოდა ონლაინ შეხვედრები და აქტივობები Moodle და Zoom პლატფორმების გამოყენებით.

თანამშრომლობა გრძელდება და 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში სტუდენტთა ახალი ნაკადი ჩაერთვება.