2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!

მიმდინარეობს საიტის განახლება

2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი  2021 წლის 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების

საფუძველზე ჩარიცხული პირებისთვის :

1.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

2.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

3.ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

4.სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

5.უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთისარსებობის შემთხვევაში)

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე,

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას 14 , მესამე სართული.

საკონტაქტო პირი:

+995 595 09 72 14- ასმათ შონია

+995 555 33 80 10- დარეჯან ახალაია

(,,ბიზნესის ადმინისტრირების“, ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისსტუდენტებისთვის)

+995 568 87 65 85 - ანა ალანია

(,,ფილოლოგიის“(ქართული, ინგლისური)), ,,ისტორიის“, ,,ფარმაციის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის)

+995 574 16 04 66- ნატალი კიკალიშვილი

(,,სამართლის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის)

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში.

ბანკის კოდი:TRESGE22

სახაზინო კოდი: 709087289