2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის გაძლიერებისა და უნივერსიტეტში არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით ცენტრმა ინგლისურენოვანი მასწავლებელი მოიწვია, რომელიც ქართველ პედაგოგებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება უცხო ენის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში.

ამერიკელი პედაგოგი ჯონ ვილიამ მაქნეილი უკვე ზუგდიდშია!

მას აქვს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება და უნიკალური შედეგები სწავლის პროცესში, ინოვაციური მიდგომები და განსხვავებული მეთოდები. ჯონ ვილიამ მაქნეილის აქვს ლატვიის, უნგრეთის, სლოვაკეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობის , ასევე ჩრდილოეთ კოლორადოს უნივერსიტეტსადა აშშ-ში ასისტენტ მასწავლებელად მუშაობის გამოცდილება.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიგეგმა მოკლევადიანი საგანმანათლებო კურსები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე დისტანციურად.

უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრი - FLLC

განახორციელებსს ინგლისური ენის სწავლებას A1 - დან C1 დონის ჩათვლით, შესაბამისად : Beginner; Elementary; Pre-intermediate, Upper intermediate, Advanced.

ასევე სწავლება მოხდება გ. ასკურავას სინქრონული თარგმანის მეთოდზე დაყრდნობით;

ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი მსმენელებზე;

ცენტრში მიმდინარეობს სწავლება შემდეგ პროგრამებზე:

ზოგადი ინგლისური ენის კურსი დონეების მიხედვით, კურსი ითვალისწინებს ენის დაუფლებას გარკვეულ დონეზე 5-6 თვის ვადაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი - FCE, CAE, ILTS, TOEFL, PTE

სასაუბრო ენის კურსი

სტუდენტთა მომზადება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის

ინგლისური ენის ონლაინ კურსები.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ადამიანური და მატერიალური რესურსებით.

აღნიშნული კურსები მოიცავს ვრცელ და სისტემურ მეცადინეობას ყველა ასპექტში:

Reading, Writing , Listening, Speaking, Vocabulary, Grammar/Use of English. გაკვეთილები მთლიანად მორგებულია მსმენლების მოთხოვნებს და საჭიროებებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად, კურსის ფარგლებში მსემენელი შეძლებს:

გამოიმუშავოს ცოდნის ორგანიზება საგამოცდო მოთხოვნის შესაბამისად,

შეეჩვიოს დროის სწორ გადანაწილებას - ტესტებზე მუშაობისას განავითაროს ცოდნის მაქსიმალური გამოვლენის უნარი შეზღუდულ დროში.

განავითაროს საგამოცდო უნარ-ჩვევები იმიტირებული გამოცდების, ანალოგიურ საგამოცდო ტესტებზე მუშაობით.

ცენტრის მუშაობა ძირითადად ეფუძნება ლინგვისტის,თარჯიმან-სინქრონისტის, საქართველოს თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებლის გოგა ასკურავას მეთოდებს.

იწარმოებს ინგლისური ენის შესწავლა, სინქრონული თარგმნის უნიკალური მეთოდით

გარკვეული საფეხურების გავლის შემდგომ ცენტრში ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს ოფიციალურ დოკუმენტაციებზე დაყრდნობით,ასევე გამოყენებულია მედია საშუალებები Skill Share, TED TALKS, ფილმების ჩვენება ტიტრებით და ა.შ.

პანდენიის პირობებში Covid-19 გავრცელების პრევენციის მიზნით ცენტრი იმუშავებს დისტანციურად, გამოყენებული იქნება საკომუნიკაციო პლატფორმები:

ZOOM, GOOGLE MEETS და სხვა ონლაინ ჩატები.

ცენტრი აცხადებს ნებისმიერი ასაკის მსმენელთა მიღებას 14 წლის ზემოთ როგორც უნივერსიტეტის სტაფისა და სტუდენტებისთვი, ასევე ნებისმიერი პროფესიის გარეშე პირებისთვის.

მიღება იწარმოებს 6 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონტაქტო პირი: სოფო კვარაცხელია

ტელ : 595 09 72 16

sophiakvaratskhelia@yahoo.com

ან გვეწვიეთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრში აუდიტორია N 119.