შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (ზუგდიდი. ჯანაშიას N14) საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. შერჩევის პროცესი ორგანიზებულია სასწავლო უნივერსიტეტის მიერ და აპლიკანტთა შესარჩევად გამოყენებულია მოტივაციური გასაუბრება. მოტივაციური გასაუბრების პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და აპელაციის ვადის გათვალისწინებით 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აპლიკანტთა შერჩევის/შეფასების კომისია დაკომპლექტებულია 4-5 წევრისგან, სადაც შედიან როგორც სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეფასება გამჭვირვალეა და სამართლიანი. აპლიკანტები გასაუბრების პროცესში ფასდებიან მათი მოტივაციისა და სწავლისადმი მზაობისა შესაბამისად. გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს პირისპირ რეჟიმში რეგულაციების სრული დაცვით, ასევე აპლიკანტების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში - დისტანციურ რეჟიმში. აღნიშნული პროცესი გამორიცხავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არამოტივირებული აპლიკანტების ჩარიცხვას, რაც თავისთავად გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერის სახით ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას.

ამ ეტაპისთვის აპლიკანტთა შერჩევის პროცესი დასრულებულია პროგრამებზე: პირის ღრუს ჰიგიენისტი, ბიბლიოთეკარი, ელექტროობა და შედუღება. ასევე სამ ინტეგრირებულ პროგრამაზე: პირის ღრუს ჰიგიენისტი, ბიბლიოთეკარი, კომპიუტერული ქსელი და სისტემები.

სასწავლო უნივერსიტეტში 6 და 7 სექტემბერს ასევე ჩატარდება უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება, რომელსაც ორგანიზებას უწევს გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განახლდება აპლიკანტთა შერჩევის პროცესი სხვა დანარჩენ პროგრამებზე ზუგდიდსა და სენაკში. შეფასება არის დიფერენცირებადი და ყველა პროგრამისთვის განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აპლიკანტთა შეფასების შედეგები აისახება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (emis.ge), სადაც საბოლოოდ დგება რეიტინგული სია. 20 სექტემბრის ჩათვლით კი აპლიკანტებს უფლება აქვთ მიღებული ქულები გაასაჩივრონ შედეგების გაცნობიდან ორი დღის ვადაში.

აპლიკანტებს რომლებსაც არ მიუღიათ შეტყობინება მათი შერჩევის/ტესტირების შესახებ, გთხოვთ მიმართოთ ადმინისტრაციას.

საკონტაქტო ტელეფონი:

ზუგდიდის ბაზა- ნანი კოკელაძე 577348457

სენაკის ბაზა- ჯიბლაძე გიორგი 599078748

ზსსუ გისურვებთ წარმატებებს!!!

             241349567_232780975317037_6635844204796427541_n.jpg  241077873_537484290870193_6356669830535852403_n.jpg

             241356493_538760433854916_4153419593578653362_n.jpg  241400522_601625830835654_905129041291266860_n.jpg

             241430885_118840150432083_5105802163142138035_n.jpg  241166657_375616670934109_2437678032417837628_n.jpg