ზსსუ - ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე 2021 წლის 10 სექტემბრამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,

2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,

3. ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი),

4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)

5. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,

7. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),

8. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

ცნობისთვის დარეკეთ: 595 09 72 14; 591 32 42 42.