2021-2022 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით 1. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
(გაცნობებთ, რომ შექნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით მაგისტრანტობის კანდიდატთა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე asmatshonia@zssu.edu.ge).
დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა გეცნობებათ ინდივიდუალურად).
2. სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება
2021 წლის 15 სექტემბერს, 12:00 ს /თზე
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 17 სექტემბერს.
3. სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგებზე საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის პერიოდი განისაზღვრა - 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე (ჩათვლით).
4. სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გაფორმდება 24 სექტემბერს.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველთათვის: •განცხადება რექტორის სახელზე განმცხადებლის ხელმოწერით; •ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; •ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ზსუ კურსდამთავრებულისთვის საკმარისია ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა) (დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში საჭიროა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე (ოქმის თარიღის მითითებით)); •პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; •წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში); •უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); •სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.
591 32 42 42