· შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მესამე მისიის ფარგლებში, რომელიც რეგიონის განვითარებაზე დაფუძნებულ მიმართულებებს გულისხმობს, ქმნის ღირებულებებზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს

· შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ეგერია სოლუშენსსა და კონრად ადენაუერის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა შედგება „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის შესახებ - გამოწვევები და პერსპექტივები“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია კონრად ადენაუერის ფონდის მიერ და ხორციელდება ეგერია სოლოუშენის მიერ.

· პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

· პროექტის ფარგლებში მომზადდება ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე არაპროფილური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

· სასწავლო კურსი დაინერგება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

· მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ეგერია სოლუშენსი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისთვის შეიმუშავებს ერთსემესტრიან სასწავლო პროგრამას საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე., მომზადდება სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, ასევე ლექტორებისთვის, რომელიც გადაეცემათ უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ ლექტორებს. გადამზადდება უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული 2 ლექტორი, რომლებიც სასწავლო კურსს გაუძღვებიან. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს

შემუშავებული სასწავლო კურსის ინტეგრირებას საკუთარ სასწავლო პროგრამაში და სტუდენტებისთვის მის შეთავაზებას. უზრუნველყოფს შემუშავებული სასწავლო კურსის შეუფერხებელ მიმდინარეობას ერთი სემესტრის განმავლობაში და სწავლების შედეგების გათვალისწინებით მის დანერგვას უნივერსიტეტში.