ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ა.წ 8 სექტემბერს, 21:00 სთ.ზე, ფეისბუქ ლაივის საშუალებით,  გამართავს ვებინარს თემაზე: "რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კოვიდი და ვაქცინაცია". შეხვედრას წარუძღვება ექიმი - რეპროდუქტოლოგი - ქალბატონი მარინა გვახარია, რომელიც გახლავთ ფერტილობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ლაბორატორიის დირექტორი პალო ალტოს სამედიცინო ფონდი. კალიფორნია, აშშ.
როგორც მოგეხსენებათ, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს როგორც გლობალურად, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.   მას აფერხებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ერთერთი გახლავთ თავშეკავება ფერტილობის ასაკში მყოფი ადამიანების მხრიდან , რაც განპირობებულია შიშით, რომელიც უკავშრდება უშვილობას.  სწორედ ამიტომ, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სტუდენტები (და არამხოლოდ)..
ზემოაღნიშნულულის გათვალისწინებით, ინფორმაცია მნიშვნელოვანია  ვებინარის შესახებ, რომელიც  მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებისა და მედიცინის საფუძველზე, მრავალ, საორჭოფო  კითხვას გასცემს პასუხს.  მათ შორის როგორც კოვიდ ინფექციის რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენის, ასევე თავად ვაქცინების , მათი მიზნობრიობისა და სარგებელის შესხაებ.