გაცნობებთ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის აბრეშუმის გზის ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ქართველი სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსს 2021-2022 აკადემიურ წელს. საქართველოსთვის გამოყოფილია 1 სტიპენდია სამაგისტრო პროგრამაზე, შემდეგ მიმართულებებზე: Pilgrimage Tourism, Logistics in Tourism, Museum Studies, Management of Cultural Heritage. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე: https://univ-silkroad.uz/en/