გთხოვთ გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა რომ თქვენ უკვე იცით თქვენს მიერ მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია , რომელსაც გვერდით მითითებული აქვს ჩანაწერი  ,,ზღვარი გადალახულია“ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე პროფესიული სტუდენტი ხართ.

თვალი მიადევნეთ ქვემოთ მოცემულ შემდგომ პროცედურებს!!!

  • სექტემბრის თვის ბოლოსკენ მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ თქვენთვის  ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია თქვენს მიერ  პროგრამაზე (ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით) დაკავებული რეიტინგული ადგილის შესახებ;
  • ამის შემდეგ თქვენ ისევ უნდა შეხვიდეთ თქვენს გვერდზე, რომლითაც დარეგისტრირდით და გააკეთოთ საბოლოო არჩევანი ;
  • ჩარიცხვის პროცესები დასრულდება 10 ოქტომბრამდე და თქვენ ამ პერიოდში უნდა გამოცხადდეთ უნივერსიტეტში , წარმოადგინოთ პირადი დოკუმენტაცია და დადოთ სასწავლო უნივერსიტეტთან ხელშეკრულება;

იმ პირების საყურადღებოდ ვინც პირევლადი ჩარიცხვის დროს დარჩა კონკურსს გარეთ!!!

თვალი მიადევნოთ მეორადი ჩარიცხვის პროცედურას!

  • იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტში  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა დარჩა ვაკანტური, მაშინ დაიწყება ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესი.
  • მეორადი ჩარიცხვებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 3 დღე, 13-14-15 ოქტომბერი და კვლავ სამი პროგრამის არჩევანის უფლება გექნებათ იმის მიუხედავად, რომელი პროგრამა გქონდათ პირველ ჯერზე მონიშნული, თუმცა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მონიშნავთ, თუ პირველ ეტაპზე შესაბამისი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტი გაქვთ ჩაბარებული;
  • შერჩევის ახალი ეტაპი განისაზღვრება 16 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით. ამ ვადაში თქვენთვის კვლავ იქნება უზრუნველყოფილი გასაუბრების პროცედურა;
  • თქვენი რეიტინგული ადგილის შესახებ ინფორმაცია ამ ჯერზე მოგეწოდებათ 27-29ოქტომბერს;
  • 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით არსებული პერიოდი იქნება მეორადი ჩარიცხვის პროცესის დასასრულებლად, რაც იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ უკვე დაიკავეთ ადგილი ჩასარიცხ აპლიკანტებს შორის, თქვენ სწორედ ამ ვადაში უნდა წარმოადგინოთ უნივერსიტეტში პირადი დოკუმენტაცია და დადოთ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება.
  •   სწავლა დაიწყება 8 ნოემბერს.

ზსსუ წარმეტებებს გისურვებთ ყველას!!!

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე:

ზუგდიდის ბაზა:

მანანა სამუშია (პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროპსი)-ტელ.:557440922

მარი ბოჭორისვილი (სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი)-

ტელ:  577315751

ნანი კოკელაძე (რეესტრის მწარმოებელი)

ტელ:577348457

სენაკის ბაზა:

მანანა ჭანტურია (პროფესიული პროგრამების განყოფილების უფროსი)

ტელ:595097198

თეა გოგინავა (სასწავლო პროცესი მართვის მთავარი სპეციალისტი)

ტელ:592500776