გაცნობებთ, რომ სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს, რომელიც:   არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 და შემდეგი წლების კურსდამთავრებული (გიგზავნით სასწავლებლების სიას);

·         ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი

·         ფლობს პროგრამით განსაზღვრულ თვითდასაქმებად პროფესიას (გიგზავნით პროფესიების ჩამონათვალს).

პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 3 ნივთი, 2 000 ლარის ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 150 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:

1.       ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;

2.       ქ. გორი, სამების ქუჩა N1;

3.       ქ. რუსთავი, კოსტავას N20 (მე-4 სართული, რუსთავის მერიის შენობა);

4.       ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27

5.       ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .

განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოთ წარმოდგენილი ინფორმაციის გავრცელება თქვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულებში. საჭიროების შემთვხვეაში,  გვაქვს შესაძლებლობა სასწავლებლებშიც გეწვიოთ საინფორმაციო შეხვედრის გამართვის მიზნით. ასევე, გთხოვთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია განათვასოთ სასწავლებლის ოფიციალურ ვებ. გვერდზე ან/და FACEBOOK გვერდზე.

დამატებით, გიგზავნით განაცხადის ფორმას, ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო სასწავლებლების სიას და თვითდასაქმებადი პროფესიების ჩამონათვალს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ტელეფონის ნომრებზე:

სააგენტო: 032 2 14 02 41 / 032 2 14 02 43;  

პროგრამაზე პასუხისმგებელი პირები:

ჟუჟუნა დეკანოსიდძე - 555 679 220;

ნიკა თოხაძე - 593 754 457