შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 24 სექტემბრიდან აცხადებს საფაკულტეტო კონკურსს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
,,ბიზნესის ადმინისტრირებისა“ და ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება/პრეზენტაცია.
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა/ ბავშვთა მიმართ ძალადობა).
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2021 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 10 ნოემბერს (საბუთების განხილვა), 12 ნოემბერს (გასაუბრება/პრეზენტაცია).