30 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ორგანიზაციებს შორის ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს, ფონდის მიერ უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელი სტიპენდიის დაწესებას. ონლაინ შეხვედრას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი თეონა ხუფენია, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ლატარია, ასოცირებული პროფესორი ნინო ორჯონიკიძე და მომავალი სტიპენდიანტებიც ესწრებოდნენ. მათ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორისგან ბატონი ზურაბ კერვალიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ფონდის საქმიანობის და იმ პროექტების შესახებ, რომელშიც ისინი შესაძლოა ჩაერთნონ.

ზსსუ-დან ფონდის სტიპედიაზე წარდგენილი არიან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები:

1. სალომე ქაჯაია

2. თეონა აკობია

3. ირმა ქუთელია

4. საბინა ჯუმუტია

5. მონიკა ხორავა

6. ალდონა რაფავა

გპფ-ს მიერ ინიცირებული მომავალი მასწავლებლების წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.