გაეროს ადამიანის უფლებათა  უმაღლესი კომისრის ოფისი  (UN OHCHR) სამხრეთ კავკასიაში სტუდენტებისთვის აცხადებს - ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. პროგრამა ორიენტირებულია რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წახალისებასა და გაძლიერებაზე.  
პროგრამის მიზანია 
- რეგიონული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ადამიანის უფლებების საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავება და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ინფორმციის (მათ შორის ვიკიპედია) ონლაინ განთავსება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს რეგიონების მასშტაბით არსებული კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის (ან საერთაშორისო სამართლის) მესამე და მეოთხე კურსის და/ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

საგანამათლებლო პროგრამა ორ ფაზას მოიცავს:

1. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტრენინგს (ქართულ ენაზე) ისეთ საკითებზე როგორებიცაა:

ა) უნივერსალურ და რეგიონულ დონეზე მოქმედი ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოები;

ბ) აბსოლუტური და შეზღუდული ხასიათის უფლებები, და უფლებათა შეზღუდვის კრიტერიუმები;

გ) თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა (რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე).

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიული ნაწილის შესწავლას, ასევე პრაქტიკულ სიმულაციებს.

2. მონაწილეთა მიერ, წინასწარ შერჩეული თემების შესახებ საინფორმაციო სტატიების მომზადებას (ქართულ ენაზე), რომლებიც აიტვირთება ვიკიპედიაზე და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით გავრცელდება გაეროს სოციალური გვერდების მეშვეობით.

საუკეთესო 3 სტატიის ავტორები დაჯილდოვდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).

როგორ მიიღოთ პროგრამაში მონაწილეობა?

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სრულყოფილი CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thea.ketishvili@un.org

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 ოქტომბერი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (CV და სამოტივაციო წერილი).

იხილეთ სრულიად განცხადების ლინკი: https://georgia.un.org/en/145212-every-human-being-has-rig

კითხევბის შემთხვევაში:

Sophio Benashvili 

Project Manager 

Office of the High Commissioner for Human Rights 

Tel+995 322 2 200 840 

Mob+995 577 122 779 

E-mailsophio.benashvili@un.org;    

www.ohchr.org