მიმდინარე წლის 7-8 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის “ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)” გაცნობა მოახდინა. გავრცელდა საინფორმაციო ხასიათის ფლაერები და ბუკლეტები.

აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირების (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების)  ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.

პროექტის ამოცანებია:

  • ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
  • პერსონალის მომზადება და გადამზადება;
  • რეკომენდაციებისა  და საკანონმდებლო დოკუმენტაციის შემუშავება;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება;
  • საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნა.

პროექტმა სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

          epsy1.png  epsy2.png