იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს,  პროფესიულად  მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებულ პიროვნებებს,  ან სამართლის სფეროში უკვე დასაქმებულებს, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა - დაეუფლოთ და გაიღრმავოთ მრავალმხრივი პროფესიულ-ეთიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, მოტივირებული გახდეთ  კარიერულ თუ პიროვნულ ზრდასა და წინსვლაში, შეიძინოთ ის კვალიფიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას.

„მართლმსაჯულების სახლი“ გთავაზობთ  USAID ის მხარდაჭერით დაფინანსდეს შერჩევის შედეგად სამი მსმენელი შემდეგ  პროგრამაზე:

იურიდიული ეთიკა და ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები, სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროში.

ამ კურსის ფარგლებში თქვენ ოთხი საუკეთესო ექსპერტი ჩაგიტარებთ ტრენინგს

1. სამართლის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე და სამართლის დოქტორი პროფესორი  ეკა ბესელია

2. ამერიკელი ექსპერტი, სამართლის პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო (USAID)

3. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

4. მედია კომუნიკაციის ექსპერტი დოდო შონავა

ტრეინინგების ფარგლებში თქვენ დამატებით გაეცნობით შემდეგ საკითხებს :

• ემოციური ინტელექტი, მისი ფორმირება, სრულყოფა და მართვა;

• წარმატებული კომუნიკაციის წესები,  ორატორული ოსტატობა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;

„მართლმსაჯულების სახლი“ ამ ექსკლუზიური, საკვალიფიკაციო  პრაქტიკული სასწავლო კურსებითა და მასტერკლასებით, ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით,  საუკეთესო გამოცდილებას გთავაზობთ და  მსოფლიოში აღიარებული პროფესიული ცოდნით, სტანდარტებით და გამოცდილებით აღგჭურვავთ.

კურსების ხანგრძლივობა 6 თვე.

სწავლის ფორმა ადგილზე და დისტანციურად.

ამ კურსის შემდეგ მსმენელები მიიღებენ  სერტიფიკატს.

კურსზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია გამოგვიგზავნოთ მსმენელის სვ და სამოტივაციო წერილი 15 ოქტომბრამდე

www.houseofjustice.com.ge

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ელ.ფოსტით

info@houseofjustice.com.ge

houseofjustice2021@gmail.com

ტელ +995 558 700 727