საერთაშორისო პროექტ RURD-ის ფარგლებში 3 დღიანი შეხვედრა ზუგდიდში, რომლის მასპინძელიც იყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რეგიონის უნივერსიტეტების გამოცდილებები, პრაქტიკა და გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა. რეგიონის უნივერსიტეტების რექტორებმა ასევე მოისმინეს ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების პრეზენტაციები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გახდა მაგალითი იმისა, რომ უნივერსიტეტების მესამე მისია, რასაც მათი როლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტების განვითარებაში, იქნება მთავარი და სამომავლო შედეგზე ორიენტირებული მიდგომა სწორი ხედვებითა და მიზნებით.