2021 წლის 28 ოქტომებრს შოთა მესხიას ზუგდიდს სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ ბელა მოსიას ინიციატივით შედგა მორიგი ლექცია პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ შერილ ლი ნიკოლასთან ერთად. ლექციის მიზანი იყო მულტიკულტურული სწავლებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა მონაწილე სტუდენტებისთვის. აღნიშნულ ლექციას ესწრებოდა 24 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან (ამერიკის შეერთებული შტატები, აზიის ქვეყნები, რუმინეთი, საქართველო) და თემა იყო მსოფლიოს რწმენა-წარმოდგენები მოჩვენებების შესახებ ფოლკლორულ მასალებზე დაყრდნობით და თანამედროვე ხედვა. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მკვდრის სულების, ტყისა და წყლის ბინადარი არსებების, რეიკისა და ჭიაკოკონას რიტუალის გარშემო და გაიზიარეს აზიის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტების გამოცდილებები. იმსჯელეს ფოკლორული თემების თანამედროვე მსოფლიოს კინოსა და ბიზნესის სფეროში კომერციალიზაციის შესახებ.

              IMG_0168.JPG  IMG_0169.JPG