2021 წლის 11 ნოემბერს  14:00 საათზე Zoom-ის  პლატფორმის მეშვეობით ტარდება პროფესორ ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „კაცობრიობის უძველესი ეპოსი“. ზურაბ კიკნაძე არის ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე მთარგმნელი, ფილოლოგი,ფოლკლორისტი,ლიტერატორი.

საჯარო ლექციები ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის „მესამე მისიის“ ფარგლებში, სასწავლო-კვლევითი პროექტით „კულტურა,რელიგია და საზოგადოება“ დაგეგმილი აქტივობების მიხედვით.