მ/წლის 15 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში ,,რეგიონული ტურისტული მეგზურის “ გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო. რეგიონული ტურისტული  მეგზურის მომზადების პროგრამა მიზნად ისახავს ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული  მეგზურების გადამზადებას. ტურისტულ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს კურსი დაეხმარება განავითარონ გიდის რიგი საკვანძო პროფესიული უნარ-ჩვევები და იმავდროულად შეიძინონ რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით ტურისტული პროდუქტის შექმნის საბაზო კომპეტენცია და გამოცდილება. ამგვარად, კურსი ემსახურება რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას, რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენას და ეფექტიანად გამოყენებას.

ზემოაღნიშნულ პროგრამაზე მსმენელები შერჩეულ იქნა კონკურსის წესით აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. დარეგისტრირებული 18 აპლიკანტიდან შერჩეულ იქნა 12 აპლიკანტი, რომლებმაც მოტივაციისა და ტურიზმის სფეროში რეგიონალური ხედვის მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილეს.

სასწავლო პროცესი ორთვიანია, დასრულებისას მსმენელები წარადგენენ საკურსო ნაშრომს, რომლის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატები.

         257717362_193010456326827_2593951324762634120_n.jpg  257609490_308485717787231_1504158606002690727_n.jpg\

         257579670_336805828289516_7755834568664735279_n.jpg  257545244_971557223450740_6667186163855002205_n.jpg