20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის  მე–2 სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკის სფეროში. შესარჩევი ტური ერთდროულად მიმდინარეობდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით, ასევე საუკეთესოები დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში