,,ეგერია სოლუშენსი" კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის შესახებ - გამოწვევები და პერსპექტივები" რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია".
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტში ჩართული 8 უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. 
 შესრულებული ნაშრომების მოწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის 9 დეკემბერი, დღის 12:00 საათი. 
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება 24 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში. 
კონკურსთან დაკავშირებულ ოფიციალური კონკურსის დეტალური აღწერილობა იხილეთ ქვემოთ თანდართული ფაილი დოკუმენტის სახით.