ქალბატონმა ბელა მოსიამ შეხვედრაზე წარადგინა ანგარიშები ჩატარებული ღონისძიებებისა და პროექტის ეფეტურობის შესახებ. ხაზი გაესვა სტუდენტებისა და პერსონალის განვითარების მიზნით მიღწეულ შედეგებსა და თანამედროვე მულტიდისციპლინური სწავლების დანერგვისა და განვითარების თვალსაზრისით პროექტის ეფექტურობას. 
ბიზნესის, ეკოსისტემების, სამოქალაქო ცნობიერების, ფოლკლორის მიმართულებით ჩატარებული ერთობლივი ლექციები, ბლოკ-სემინარები აძლევს სტუდენტსა და პერსონალს საშუალებას პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩაერთოს საერთაშორისო აქტივობებში. ონლაინ სწავლების პირობებში ეს უნიკალური საშუალებაა ინტერნციონალიზაციის ხელშეწყობისა და სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით.