IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „თეთრი საყელოს დანაშაული გერმანიაში“. ლექციას ჩაატარებს დოქტორი მიხაელ ჰარცი, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის საპატიო სენატორი და ლექტორი. 30 წლის განმავლობაში დოქტორმა ჰარცმა 2400 ექსპერტული მოსაზრება წარუდგინა სასამართლოს.
დრო: 1 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილი: Google Meet-ის პლატფორმა
meet.google.com/ovz-crjg-vow
სამუშაო ენა: გერმანული, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად