2021 წლის 15 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ვეტერინარიის ინტეგრირებული“ სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა  პროგრამის საჯარო განხილვა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული პროგრამის პოტენციური დამსაქმებლები, დარგის ექსპერტები,  პროგრამის განმახორციებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები. პროგრამის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ვეტერინარიის პროგრამის დარგობრივი რეგულაციები, აღწერეს პროგრამის სწავლის შედეგები,  სტრუქტურა, ყურადღება გაამახვილეს პროგრამის ძლიერ მხარეებზე. უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა რეგიონში ვეტერინარიის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე, უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებზე. დამსაქმებლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პროგრამის შესახებ. საჯარო განხილვაში მონაწილე პირებმა შეავსეს უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამის სწავლის შედეგების მნიშვნელობის განმსაზღვრელი კითხვარები.

 ,,ვეტერინარიის ინტეგრირებული“ სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამის შემუშავება განსაზღვრულია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმით და ხორციელდება 2021 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

              264925321_439966381082212_3629449999760605784_n.jpg  264507760_208537431365614_4492228917567169409_n.jpg

              264118719_951866422205053_1364078141822411379_n.jpg  265407329_3143742642577849_2452471285168726819_n.jpg