საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 21 დეკემბერს შემოვიდა საქართველოში რუმინეთის საელჩოს № 1722 ნოტა (სამინისტროში რეგისტრაციის №1395624; 21.12.2021), რომლითაც წარმოადგინა ინფორმაცია რუმინეთის მთავრობის მიერ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებსთვის 2022 - 2023 აკადემიური წლისათვის გამოყოფილი სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. გაცნობებთ, რომ რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიიღება მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით 2021 წლის 20 დეკემბრიდან 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით: https://studyinromania.gov.ro/ შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება მომდევნო წლის 15 ივლისამდე. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://mae.ro/en/ node/10251.