დედაენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით მე-13 სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

2022 წლის 14 აპრილს უნივერსიტეტში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით მე-13 სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  პროგრამის სტუდენტებმა. მათ წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს, კერძოდ, ქვეყნის ბრძოლას ქართული ენის სტატუსისათვის.  კონფერენციის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთო აფხაზეთში მყოფი სტუდენტი ვერიკო ძიძარია, რომელმაც წარმოადგინა საინტერესო მოხსენება ქართული ენის მდგომარეობის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.  კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საჯარო სკოლის მოსწავლეები.

             278145869_719958549021590_1972481846179678677_n.jpg  278230730_1021529178745883_4265039252604913855_n.jpg

             278143754_1110205976211358_3456882219218117371_n.jpg  278578269_770867237632601_4547966680979305337_n.jpg