საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით 21 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით სოციალურ ქსელ "Facebook“–ზე  გაიმართა “პარლამენტის თავმჯდომარის“ ვირტუალური არჩევნები, სადაც 1500 –მდე  კანდიდატი  იყო დარეგისტრირებული. საბოლოოდ  5 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე–4 კურსის სტუდენტი დათა აქუბარდია, რომელმაც ვიცე სპიკერის სტატუსი მოიპოვა.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ვირტუალურ არჩევნებში გამარჯვებულებს შეხვდა