სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა პროექტი სახელწოდებით „შვილობილი ბიზნესი“.  750 პროექტიდან შეირჩა 20 საუკეთესო.  მათ შორის   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის პროექტი, რომლის წევრებიც არიან  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები : ირაკლი ჯიქია, ნინო თორდუა და ლანა ჯიქია. მათ მოიპოვეს სრული დაფინანსება და მიეცათ საშუალება რეალურად განახორციელონ წარდგენილი ბიზნეს–გეგმა, რომელიც  ეხება  ზუგდიდში ხელთნაკეთი ნივთების მაღაზია–სახელოსნოს გახსნას.