ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს ინიციატივით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ლექცია ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორმა, ზაზა გაბისონიამ წაუკითხა. ლექციის თემას წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ხელშელშეკრულების ორგანიზაციის ისტორია. ხოლო ნატო–საქართველოს ურთიერთობებზე, წევრი ქვეყნების ვალდებულებებზე და ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკზე  სტუდენტებს  ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს მთავარი სპეციალისტი შოთა შანავა  ესაუბრა.