28 ნოემბერს შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა  ერთდღიანი ტრენინგი თემაზე  „ქრონიკული  C ჰეპატიტი“ .  ტრენინგი მოაწყო ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონმა“.  თემის ფარგლებში ისაუბრეს C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიაზე მსოფლიოსა და საქართველოში, C ჰეპატიტის  გენოტიპებზე, პათოგენეზსა და  გადაცემის გზებზე.