1 დეკემბერს,  12:00 საათზე,  შოთა მესხიას სახელობის   ზუგდიდის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა    შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ  ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  საზოგადოების წარმონადგენლები .  საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენლებმა   წარადგინეს საკონსტიტუციო  ცვლილებების პროექტი  და ცვლილებების  შემუშავების  პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრეს.  შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას,  საკონსტიტუციო  ცვლილებებზე.