უნივერსიტეტი 2022 წლის 3 მაისიდან აცხადებს აკადემიური საბჭოს არჩევნებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა სამი წევრით. აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი 

  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას  ქ.№14, საარჩევნო კომისია ოთახი  N 230) 2022 წლის   6  მაისიდან 18 მაისის  ჩათვლით,  არჩევნები ჩატარება  2022  წლის  21 მაისს.