საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო კლასტერი „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, აწყობს ერთობლივ სპეციალურ კოლოკვიუმს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: „სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით (სამართლის ფილოსოფიის §270)“. კოლოკვიუმს უძღვებიან სტუ-ს პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ზადარის (ხორვატია) უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო (Jure Zovko). კოლოკვიუმი შედგება 2022 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე. კოლოკვიუმი გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით. სხდომა ჩატარდება სტუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მომხსენებლებისთვის დასწრება სავალდებულოა) შეხვედრის ლინკი: ზუმის კოდი: 552 400 89 40 პაროლი: gtu2020 link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09 კოლოკვიუმის დღის წესრიგი: სტუ-ს რექტორის, პროფ. დავით გურგენიძის მისასალმებელი სიტყვა (5წთ.) მამუკა ბერიაშვილი - სამართლის სისტემის ადგილი ჰეგელის მეცნიერებათა სისტემაში (20 წთ.) იურე ზოვკო - რელიგიის და სამართლის მიმართება ჰეგელის ფილოსოფიაში (20წთ.) მომხსენებლები დოქტორანტებიდან და ახალგაზრდა მეცნიერებიდან (მოხსენების დრო 10 წთ.): 1) დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე 2) დოქტორანტი დავით გალაშვილი 3) დოქტორანტი ლევან შატბერაშვილი 4) დოქტორანტი გიორგი კაშიბაძე 5) დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი 6) ასოცირებული პროფესორი ირაკლი თაბორიძე 7) პროფესორი ლაშა ბრეგვაძე ყოველი მოხსენების შემდგომ დისკუსიას ეთმობა 5 წუთი კოლოკვიუმის მოდერატორი პროფ. მამუკა ბერიაშვილი Attachments area

Join our Cloud HD Video Meeting