2 დეკემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებლებმა  საინტერესო შეხვედრა გაიმართეს  სტუდენტებთან.  მისიის შვედეთის წარმომადგენელმა ისაუბრა შვედეთის ეკონომიკურ განვითარებაზე,  კულტურასა და განათლების სისტემაზე. ლექციის დასასრულს მათ უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.