უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“ პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“ პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა. სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით გამოცხადდა ესეების კონკურსის ,, ბავშვთა უფლებები ზოგად განათლებაში „ გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი კი ზუგდიდელი მოზარდი გიგი სიჭინავა იყო. უნივერსიტეტის ფოიეში გიგის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 35-მდე ფერწერული ტილო. პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა უფლებების სფეროში აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირების შესაძლებლობების განვითარებას მდგრადი სისტემის შემუშავება, დანერგვა და ინსტიტუციონალიზაციით. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ : 1) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები. 2) სკოლის მოსწავლეები 3) სკოლამდელი განათლების მასწავლებლები 4) სკოლის მასწავლებლები 5) სკოლამდელი განათლების მასწავლებლები და მშობლები

            280664642_337037318569094_76402968898022043_n_0.jpg   282140494_1453730781749371_3687330677215277085_n_0.jpg

            284645033_427070048874619_6563821294333253431_n_0.jpg   280831810_726656065225850_1233742088319887755_n_0.jpg

            281321117_430894621758798_6763919958629700378_n_0.jpg  284337248_318981780422804_1651697337207630037_n_0.jpg