8 დეკემბერს  შოთა  მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის  სტუდენტები  დათა აქუბარდია, ნიკა კუტალია, მარიამ ფარცვანია, იზა ჯღამაძე, თაკო ზუხბაია მონაწილეობდნენ თბილისში სასტუმრო   ამბასადორში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ სემინარში, რომელიც ეხებოდა   ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადვაოკატთა ეთიკის საკითხებს. სამდღიანი სემინარის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა გაეროს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, მედია და  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ადვოკატის პროფესიული ეთიკის სტანდარტები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოში და სხვა.ამჟამად ეს სტუდენტები წარმატებით გადიან სასწავლო პრაქტიკას იურიდიული დახმარების სამსახურში.