13 დეკემბერს  შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  გაეროს განვითარების პროგრამის /UNDP/  ფარგლებში  შედგა  შეხვედრა  შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს  საგანმანათლებლო  და საკონსულტაციო  ცენტრის, ფოთის პროფესიული კოლეჯის  ბაზაზე  არსებულ ბიზნეს-საგანმანათლებლო  და  საკონსულტაციო ცენტრისა  და ადამიანური უსაფრთხოებისა  და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის წარმომადგენლებს  შორის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაალ ქორთუა;  გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი  ფლორიენ დელოუნი;  გაეროს ფარგლებში სათემო მონაწილეობისა და ბიზნეს-განვითარების კოორდინატორი  ცირა კაკუბავა,  ნანა ჩაფიძე.

   შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. გაკეთდა პრეზენტაციები, სადაც აღწერილ იქნა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები,  აჩვენეს  მიღწეული შედეგები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები  და განიხილეს სამომავლო გეგმები.