21 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შეხვდა და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. რექტორმა ამ შეხვედრაზე 14 სტუდენტი პეზიდენტის, 3 – შოთა მესხიას სახელობის და 25 – შიდა საფაკულტეტო  სტიპენდიაზე წარადგინა.  შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შუალედურ გამოცდებსა და სემესტრის მანძილზე მიმდინარე სასწავლო პროცესზე.