23 დეკემბერს  არტ გალერეაში  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივითა და  ზუგდიდის ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით გაიმართა ხელთნაკეთი ნივთების საახალწლო გამოფენა– გაყიდვა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ირაკლი ჯიქიას, ნინო თორდუას, ნათია შეროზიას, რუსიკო  სოხაძისა  და  ლანა ჯიქიას ნამუშევრები.