შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი და ბერტა ფონდ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად ესტუმრნენ.

უნივერსიტეტის რექტორმა, თეონა ხუფენიამ ელჩს, უნივერსიტეტის პროგრამები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ აქცენტი გააკეთა თვითმმართველობის საქიანობაში უნივერსიტეტის როლზე. მან საუბარში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმეტის შექმნის პროცესში, ასევე სამომავლოდ ამავე უნივერსიტეტთან თანამშროლობით იგეგმება, რამდენიმე სტრატეგიული, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებულ დოკუმენტებზე მუშაობა