შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა.

პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, კოორდინატორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

          288854849_154789177068281_3246026106245455363_n.jpg 288808017_154789167068282_6006846882689983297_n.jpg