შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ Erasmus+ საერთაშორისო პროექტის INTEGRITY კოორდინატორები, რომელთაც უნივერსიტეტს გადასცეს საგანმანათლებლო მასალები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ინსტიტუციურად არსებული პრაქტიკის გასაძლიერებლად აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით.
პროექტის “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში, უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულმა პირებმა არაერთი აქტივობა განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მათ შორის სკოლებში, სადაც მე-12 კლასელებთან გაიმართა შეხვედრები და ძირითადი აქცენტები გაკეთდა პლაგიატსა და აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა მესამე მისიის ფარგლებში უნივერსიტეტის მხრიდან შესრულებული და ემსახურება რეგიონის მასშტაბით აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.