შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების მიზნით მონაწილეობას იღებს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ERASMUS MUNDUS –სა და ТЕМPUS –ის პროექტებში. ამასთან დაკავშირებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბელა მოსია მიწვეულ იქნა კიევში TEMPUS & ERASMUS MUNDUS _ OPPURTUNITIES FOR THE EASTERN PARTNERSHIP კონფერენციაზე. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო ურთიერთობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად გერმანიისა და ესპანეთის უნივერსიტეტებთან.