საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირება ევროპაში, რომლის ფარგლებში  2012 წელს 28 ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი გაიგზავნა სტაჟირებით ევროპის წამყვან სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, მათ შორის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბელა მოსია, როგორც პროექტის გამარჯვებული, მივლინებული იქნა ესტონეთში. მან კვლევა აწარმოა ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმსა და ტარტუს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის შედარებითი ფოლკლორისტიკის განყოფილებაზე, ჩაატარა სემინარები ლიტერატურის მუზეუმში და წაიკითხა ლექცია ტარტუს უნივერსიტეტში დოქტორანტ სტუდენტებთან ქართული ფოლკლორის სიმბოლური აზროვნების შესახებ. ესტონეთშივე დაიბეჭდა მისი სტატია აღნიშნულ თემაზე და ესტონელი კოლეგებისაგან მიიღო მოწვევა მსოფლიო ფოლკლორისტთა საზოგადოების ISFNR წევრად, როგორც ყველაზე ახალგაზრდა, პროფესიონალმა მეცნიერმა და ქართული ფოლკლორის ნამდვილმა ექსპერტმა. ეს არის დახასიათება რომელიც გაეგზავნა მისი შეფასებისთვის საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს ესტონელი კოლეგების მიერ. მსოფლიო ფოლკლორისტთა ასოციაციის წევრად ბელა მოსია საქართველოდან მეორეა.