27 იანვარს 14 საათზე  შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ასოციაცია „დეამ“ ჩაატარა  საჯარო ლექცია თემაზე: თვითმმართველობის არსი, სისტემა, ახალგაზრდობის ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში.  ლექცია წაიკითხა ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ. ლექციის მიზანია ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური აქტივობისა და თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის გაზრდა.